02 მაისი 2024,   12:04
ვრცლად
ომბუდსმენის არჩევის წესი - მმართველი გუნდის მორიგი უკომპრომისო გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველს მხოლოდ ერთხელ, 5 წლის ვადით აირჩევენ. ასეთ ფორმულირებას არც ოპოზიცია და არც მესამე სექტორი არ ეთანხმება.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობდნენ, რაც არჩევის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობდა, თუმცა უმრავლესობამ, სხვა ინიციატივების მსგავსად, არც ეს შენიშვნა გაითვალისწინა.

ცვლილებების ინიციატორი განმარტავს, რომ ომბუდსმენის მეორე ვადით არჩევამ შესაძლოა შექმნას საფრთხე - მმართველი გუნდისა და სხვადასხვა უწყებების მიმართ მისი ლმობიერი დამოკიდებულების შესახებ.

ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველის მხოლოდ ერთი ვადით არჩევა ლეგიტიმური მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თუ ის მოვალეობას 6 ან 7 წელი შეასრულებს.

მმართველ გუნდში კი სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესში პრობლემას ვერ ხედავენ.

ავტორები: ქეთა ციცქიშვილი, სოფო ვარდიაშვილი.

დღის ამბები