02 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის კრინიგზის აღდგენის გეგმა - რუსეთი პროვოკაციებს განაგრძობს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს გახსნის შემდეგ დღის წესრიგში რკინიგზის აღდგენის საკითხი დგას. სოხუმში მყოფმა სერგეი ლავროვმა დღეს სომხეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებაზე ვრცელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ პროექტით მოსკოვიც, სოხუმიც და ერევანიც დაინტერესებულია და ახლა ყველაფერი საქართველოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. სერგეი ლავროვის არგუმენტები რაულ ხაჯიმბამაც გაიმეორა.

ამ განცხადებებზე კი საქართველოს ხელისუფლებას რეაგირება არ გაუკეთებია. უმრავლესობაში მსგავს ინიციატივებს მორიგ პროვოკაციად აფასებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში გაკეთებულ განცხადებებზე ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პასუხს არ ელოდებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენაზე პირველი განცხადება სომხეთში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, მაშინ ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა.

ამავე თემაზე
დღის ამბები