19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა

თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი პირველმა ბავშვის დედამ აღმოაჩინა. ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზაზე. 

ადგილობრივები ერთ-ერთ ვერსიად გადმოგდებასაც ვარაუდობენ და ამბობენ, რომ კორპუსის სახურავზე ასასვლელი კარი გასაღებით იყო დაკეტილი.

როგორც ცნობილია გოგონა იმ კორპუსის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წუთებში იმყოფებოდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები