19 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სვენ მიკსერი მთელი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

სვენ მიკსერმა რუსთავი 2-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა.

„საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებით აკვირდება, რაც ხდება საქართველოში. ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ ხელისუფლების წევრები დაგვპირდნენ, რომ პატივს სცემენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს. საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება ამ პროცესს,“ - განაცხადა სვენ მიკსერმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო საკითხებზეც იმსჯელებს.

„რაღა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ არა მხოლოდ საგარეო ასპექტებს, არამედ საშინაო პოლიტიკასაც,“ - განაცხადა სვენ მიკსერმა. 

დღის ამბები