დაახლოებით ერთი საათის წინ ბათუმში მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტასთან 67 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი კორპუსში ღამით შეიპარა და ის სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.