27 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
სუს-ის განცხადებით, ირაკლი სესიაშვილის შვილის მონაცემები შეისწავლეს და კანონდარღვევა არ გამოუვლენიათ

გავრცელებულ ინფორმაციაზე ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ზეპირი განცხადება გაკეთდა.

სუს-ში აღნიშნეს, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან 14 მარტს 6-თვიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ დავით სესიაშვილთან ხელშეკრულების გაფორმებამდე სუს-მა მისი მონაცემები შეისწავლა და კანონდარღვევა არ გამოუვლენია.

 

სკანდალური ინფორმაცია თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტს ეხება. ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია. 

 

ენმ-ში განმარტეს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც სუს-ის ხელმძღვანელობა, ასევე მთავარი პროკურორიც. თუმცა, ოპოზიციის მტკიცებით, მათ დანაშაული დაფარეს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები