ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკეში, შროშის ქუჩაზე კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 2600 კვ.მ. ფართობზე გზის სავალი ნაწილის და ტროტუარების შეკეთება და გამწვანების სამუშაოების შესრულება.
უკვე გამოიცვალა ბორდიურები. სამუშაოები 20 მაისამდე დასრულდება. დღეს კი სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა და ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერეს.