ჭიათურის რაიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, სამუშაოები დაახლოებით 9 ჰექტარზე განხორციელდება, რომლის ღირებულებაც 22 500 ლარია. პროგრამა ქართული ჩაი, რომლის მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, 2016 წლიდან ხორციელდება და მასში 17 ბენეფიციარია ჩართული.
დღეს, პროგრამა ქართული ჩაის მენეჯერი ლევან უროტაძე, იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურის რაიონში დაფინანსებულ კოოპერატივს ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.