კავკასიის უნივერსიტეტმა საქართველოს შრომის უსაფრთხოების ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის მთავარი მიზანი, სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების საკითხებისა და მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვაა.
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას განმარტებით, დოკუმენტი არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის, მშენებლობის ახალი სტანდარტების გაცნობას და სასწავლო პროგრამაში სამშენებლო შრომის უსაფრთხოების დანერგვას ითვალისწინებს.