იაპონიამ არასაპროექტო გრანტის ფარგლებში, საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა აჩუქა. თანამედროვე აღჭურვილობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადაეცათ.
საგრანტო დახმარებამ 5 მილიონი დოლარი შეადგინა. დღეს თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა იაპონიის ელჩმა და ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერეს.