Freedom House-მა მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების სიაშია. ანგარიშის თანახმად, ბოლო სამი წელია ქვეყანაში ამ კუთხით არსებული ვითრება თითო ქულით უარესდება. წელს კი საქართველოს 100-დან 50 ქულა აქვს.
Freedom House-ის ანგარიშში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში მედიის თავისუფლების კუთხით, ვითარება საგრძნობლადაა გაუარესებული ევროპის არა ერთ ქვეყანასა და თურქეთშიც.
რუსეთის შესახებ კი ნათქვამია, რომ ხელისუფლება მედიით უკვე დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებშიც მანიპულირებს.