07 მაისი 2024,   05:12
ვრცლად
ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია არასამთავრობო სექტორთან განიხილეს

ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია არასამთავრობო სექტორთან განიხილეს. სახელმწიფო უწყებების მოხსენებას საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მოქალაქეების გატაცების თემას.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კახაბერ ქემოკლიძე არასამთავრობო სექტორს ინფორმაციას აპრილის დასაწყისში ზუგდიდი რაიონიდან მამა-შვილ როგავების გატაცების საკითხზეც მიაწვდის.

დღის ამბები