19 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
"აწარმოებენ შურისძიებას აუდიტორია 115-ის რიგითი წევრების მიმართ" - ლევან ლორთქიფანიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუდიტორია 115-ის ზოგიერთი წევრის მიერ გამოცდების გადასატანად ყალბი დოკუმენტების შესაძლო დამზადებაზე გამოძიება დაიწყო. აუდიტორია 115-ში ამბობენ, რომ სტუდენტები მუდმივად იყენებენ გამოცდების ორი-სამი დღით გადატანის პრაქტიკას და საგამოძიებო პროცესებს მათ ბოლო დროინდელ აქტივობებს უკავშირებენ.

“ჩვენ დავუპირისპირდით განათლების მინისტრს და მის პოლიტიკას, დავუპირისპირდით საქართველოს საბანკო სექტორს რომელიც უამრავ მუშას ათავისუფლებს რუსთავში თუ სხვა ადგილებში. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ასეთი, რომ მინისტრები, ბანკები და მედია მონოპოლისტები აწარმოებენ შურისძიებას აუდიტორია 115-ის რიგითი წევრების მიმართ“ - განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.

დღის ამბები