19 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
აქცია ქედაში - მოსახლეობა ელექტროგადამცემი ანძის მონტაჟს აპროტესტებს

ქედის მუნიციპალიტეტის კოკოტაურის მოსახლეობა სოფელში მაღალი გამავლობის ელექტროგადამცემი ანძის მონტაჟს აპროტესტებს. მათი განცხადებით, ანძა სწორედ იქ მონტაჟდება, სადაც საუკუნის წინანდელი სასაფლაოა.

სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. ტექნიკის მუშაობისას, ძველი სამარხის ნაშთები აღმოჩნდა.

ელექტროსისტემის ხელმძღვანელობა მოსახლეობას ამ საფლავების სხვა ადგილას გადატანას სთავაზობს. მათი თქმით, ანძას პროექტიდან გამომდინარე ალტერნატიული ფართის გამოძებნა შეუძლებელია.

დღის ამბები