07 მაისი 2024,   02:38
ვრცლად
საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სამარშრუტო ტაქსებისთვის ლიცენზიის ფასის შემცირებას კამათი მოჰყვა

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის  სამარშრუტო ტაქსებისთვის ლიცენზიის ფასის შემცირებაზე მსჯელობას კამათი მოჰყვა. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მარინა დათუკიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერ იწვევს ბიუჯეტის შემცირებას 2 მილიონ ნახევარი ლარით. 

"მან ლობირება გაუწია კერძო ბიზნესს, ამ ტრასპორტის მესაკუთრეებს და მათ გადასახადი ერთ კონკრეტულ მანქანაზე შეუმცირა 50 ლარიდან 15 ლარამდე. ეს ყველაფერ იწვევს ბიუჯეტის შემცირებას 2 მილიონ ნახევარი ლარით," - განაცხადა დათუკიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია კი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ცვლილება არ განხორციელდებოდა, თბილისის მიკრო ავტობუსს ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლო გაეძვირებინა მგზავრობა. 

დღის ამბები