07 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
დაიწყო პროცესი, რათა მოეხდინათ, საკონსტიტუციო რეფორმის ბლოკირება - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობაში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისადმი გაკეთებულ შენიშვნას იზიარებენ. ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციასთან ერთად საკონსტიტუციო კომისიის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ერთმანეთის გამოყენებაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული კომპრომისის მიუხედავად, სპეკულაციები მაინც გრძელდება.  

„პრეზიდენტი ცდილობს და ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს ოპოზიცური პარტიები და ოპოზიცური პარტიებიც, ბუნებრივია, ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ პრეზიდენტი. კომპრომისი გაკეთდა და ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი პოზიცია, რამაც სპეკულაციები დაასრულა, მაგრამ უკვე დაიწყო სხვა პროცესი, რაც, ალბათ, რეალურად იყო თავიდანვე ჩაფიქრებული, რომ როგორმე მოეხდინათ, საკონსტიტუციო რეფორმის ბლოკირება,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები