ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკვიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა ქუთაისში. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისი ახლობლები შეიკრიბნენ და თანადგომა გამოუცხადეს. მათი თქმით ჩხვრიკვია უკანონო პატიმარია.
“ირაკლი არის პოლიტპატიმარი, რომელიც ძალიან მალე განთავისუფლდება ჩვენი მხარდაჭერით. მთელ საქართველოში ვემზადებით, რომ იყოს მასშტაბური აქციები, რადგან არა მარტო ირაკლი, ყველა პოლიტპატიმარი და ყველა უკანონო პატიმარი უნდა განთავისუფლდეს მალე,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკოლოზ ნარსიამ.