07 მაისი 2024,   02:32
ვრცლად
ბუნებრივი აირის ტარიფი - მარეგულირებელ კომისიაში გაზის მიმწოდებელ 4 კომპანიას განაცხადი აქვს შეტანილი

ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა ადასტურებს, რომ ამ დროისთვის მარეგულირებელ კომისიაში გაზის მიმწოდებელ 4 კომპანიას - ყაზტრანსგაზ თბილისს, სოკარ ჯორჯია გაზს, საქორ გაზსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, გაზის ტარიფთან დაკავშირებით განაცხადი აქვს შეტანილი.

გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი, ირინა მილორავა არ აკონკრეტებს, რადგან ამბობს, რომ ამის შესახებ სემეკის გადაწყვტილების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ჩვენ ვთვლით, რომ ყოველ წელს უნდა ვნახოთ კომპანიის დანახარჯები, იმისთვის, რომ მომხმარებლის არ შეექმნას ელექტროენერგიის, ან ბუნებრივი გაზის მიწოდებაში საფრთხე, მეორე - კომპანიას არ შეექმნას ეფექტური საქმიანობის პრობლემა. პროგნოზს ჩვენ ვერასოდეს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული,“- განაცხადა ირინა მილორავამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შეკითხვები ჰქონდათ. ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებს სემეკის წარმომადგენლისგან აინტერესებდათ, მოიმატებს თუ არა ტარიფი ბუნებრივ აირზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები