ძლიერმა ქარმა ფოთში 10-მდე კორპუსი და შენობა დააზიანა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები ქარმა სახურავების გარეშე დატოვა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ ნინოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. მათი თქმით კორპუსის სახურავი წლებია არ შეკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს.