07 მაისი 2024,   06:25
ვრცლად
მე და უსუფაშვილს დიდი ხანია კონტაქტი არ გვქონია ბიძინა ივანიშვილთან - ვახტანგ ხმალაძე ოპოზიციას პასუხობს

კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ვახტანგ ხმალაძე, ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას პასუხობს, რომლის თანახმადაც დავით უსუფაშვილის ახალი პარტიის დამფინანსებელი შესაძლოა, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყოს. 

ხმალაძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მას და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არანაირი კავშირი არ აქვთ. რაც შეეხება უსუფაშვილის მიერ დაანონსებულ ინფორმაციას ახალი პარტიის ჩამოყალიბების შესახებ, ხმალაძე განმარტავს, რომ გუნდის ფორმირება ახლა მიმდინარეობს.

 „არც მე და არც უსუფაშვილს ძალიან დიდი ხანია არანაირი კონტაქტი და ურთიერთობა არ გვქონია ბიძინა ივანიშვილთან, ეს ერთი. მეორე, ამ წუთას ფული ჩვენ საერთოდ არ გვაქვს. იმის იმედით, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაიჯერებენ იმას, რომ ასეთი ტიპის პარტია ქვეყანას სჭირდება და ეს დაფინანსებაც გაჩნდება. რასაკვირველია, გაგვიჭირდება, ვიცი. მაგრამ, არანაირი კონკრეტული დამფინანსებელი ჩვენ ამ წუთას არ გვყავს,“ - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები