19 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
სოფელ ჯოყოლოში ეკლესიის დანგრევის გამო 200-მდე ახალგაზრდამ შესასვლელი გზის გადაკეტვა სცადა

200-მდე ახალგაზრდამ პანკისის ხეობაში შესასვლელი გზის გადაკეტვა სოფელ ჯოყოლოში ეკლესიის დანგრევის გამო სცადა, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ქრისტიანული ეკლესია დაუდგენელმა პირებმა აღდგომის ღამეს დაანგრიეს. ადგილობრივები ფაქტის დროულ გამოძიებასა და კონკრეტული პირების დასჯას ითხოვენ.

მოსახლეობამ გზის დაკეტვის გადაწყვეტილება ახმეტაში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღო. ადგილობრივი მშენებარე ეკლესიის ეზოში დღეს დილიდან შეიკრიბნენ. ისინი მომხდარს პროვოკაციად აფასებენ და ხეობაში რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ცნობილია დამნაშავეების ვინაობა, თუმცა, სამართალდამცავები მომხდარზე შესაბამისად არ რეაგირებენ.

სოფელ ჯოყოლოში ძველი რწმენა წარმოდგენების შესაბამისი სალოცავი იყო და მისი განახლება იგეგმებოდა. ნანგრევებზე ეკლესიას ცისკარიშვილების ოჯახი აშენებდა. მათ მშენებლობა აღდგომისთვის შეაჩერეს, მოგვიანებით მისულებს კი კედლები ჩამონგრეული დახვდათ.

სოფელ ჯოყოლოში სალოცავის დანგრევის ფაქტზე გამოძიება 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები