07 მაისი 2024,   02:57
ვრცლად
ზღვარის გავლება კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის - იუსტიციის საბჭოს წევრების ინიციატივა არასამთავრობოებისთვის მიუღებელია

კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარის გასავლებად იუსტიციის საბჭოს წევრები საჯარო განხილვებს იწყებენ. მათი თქმით, დისკუსიისთვის სხვადსხვა პროფესიული ჯგუფის მიწვევას გეგმავენ, მათ შორის, იურისტების და ჟურნალისტების.

ჯერ ვერ აკონკრეტებენ მიიღებს თუ არა მათი ინიციატივა საკანონმდებლო წინადადების სახეს, თუმცა მოსამართლეების ნაწილს ცალსახა პოზიცია აქვს და დამატებითი საჯარიმო სანქციების მომხრეა.

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტებს და გეგმებს 30-ზე მეტმა არასამთვრობო ორგანიზაციამ დღეს ერთობლივი განცხადებით უპასუხა.

არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ ხელოვნური ბარიერები და რეპრესიული მექანიზმები სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას ხელს ვერ შეუწყობს.

არასამთავრობო სექტორში განმარტავენ, რომ მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევისა ან შეურაცხყოფის შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობა შესაბამის რეგულაციებს და სანქციებს უკვე ითვალისწინებს. დამატებითი შეზღუდვები კი მხოლოდ საშიშ პრეცედენტს შექმნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები