19 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
აჭარაში 22 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

აჭარაში 8 ჩასახლებაში მცხოვრებ 122 ოჯახს, მათ შორის, 96 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დაბა ჩაქვში ოჯახებს შეხვდნენ და ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დაუკანონა.

დღის ამბები