07 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
"გიორგი მარგველაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში"- იან კელი

საქართველოში ამერიკის ელჩის განცხადებით, აშშ-ში საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს ყურადღებით აკვირდებიან. იან კელის აზრით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი კონსესუსს უნდა ეფუძნებოდეს.

„ყურადღებით და დიდი ინტერესით ვაკვირდებით საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს. თავიდანვე ჩვენი რეაქცია იყო ის, რომ ეს არის პროცესი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კონსესუსს და თავს უყრიდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორის ფართო სპექტრს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ დისკუსიაში. ეს პროცესი გრძელდება და მოუთმენლად ველით, როგორ დასრულდება,“- განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში გიორგი მარგველაშვილზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მან დიდი როლი ითამაშა საქართველოში დემოკრატიის განვითრების კუთხით.

„რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, მას უდიდეს პატივს ვცემ. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში,“- აღნიშნა იან კელიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები