19 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
პრესის თავისუფლების კუთხით ინდექსის გაუარესების მიზეზი "რუსთავი 2-ის" საქმეა - Freedom House

Freedom House პრესისთავისუფლების მიმართულებით ახალ მონაცემებს აქვეყნებს. გავლენიანი ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ისევ ნაწილობრივად თავისუფალი ქვეყნების სიაშია, თუმცა ინდექსი გაუარესებულია. Freedom House-ში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი კი რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესია.

„მცირე ვარდნა, რაც საქართველოში ვნახეთ, უკავშირდება რუსთავი 2-ის საქმეს. ნამდვილად გვაღელვებს, რაც ხდება და ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ საქმეს. ზოგადად მედიაგარემო უკეთესია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. ეს ნამდვილად იმედისმომცემია ჩვენთვის. ერთი ქულით უკუსვლა საგანგაშო ნამდვილად არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეხება მთელ მედიაგარემოს ქვეყანაში. თუ მხედველობაში მივიღებთ პოლიტიკურ სიტუაციას და თუ ეჭვიც გაიფანტება, შესაძლოა ვარდნის კურსი შეიცვალოს. ვიმეორებ, რომ ერთქულიანი ვარდნა საგანგაშო არ არის, მაგრამ ის არის სიგნალი, რომ სვლა არასწორი მიმართულებით მიდის,“- განაცხადა მედიის თავისუფლების კვლევების ავტორმა, ჯენიფერ დარჰამმა. 

Freedom House-ის 2017 წლის ანგარიშში ყურადღება ეთმობა რუსეთს, რომელიც მედიას მისი საზღვრების გარეთ პროპაგანდისა და მანიპულაციებისთვის იყენებს.

„უფრო მეტად მაღელვებს რასაც რუსული პროპაგანდა აკეთებს, თავად რუსეთში და ასევე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, უკრაინაში, იქ, სადაც ხალხს მარტივი წვდომა აქვს რუსულ ტელეარხებთან და სხვა რუსულ მედია საშუალებებთან. არ მაშფოთებს რუსული პროპაგანდა ამერიკაში, ისე როგორც მაღელვებს ამერიკული პროპაგანდა შეერთებულ შტატებში, პროპაგანდის წყაროები, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკულ კომპანიებს და ზოგჯერ ისინი ბაძავენ რუსული პროპაგანდის მეთოდებს,“- განაცხადა Freedom House-ის წარმომადგენელმა, არჩ ფადინგტონმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები