19 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა კაფე ანტრეზე

თავდასხმა მოხდა დღეს თბილისში, ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე მდებარე კაფეტერია ანტრეზე, ამის შესახებ ანტრეს მენეჯერმა რუსთავი 2 თან საუბრისას განაცხადა. ანტრეს მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტები და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. 

გავრცელებული ინფორმაციით ერთი თავდამსხმელი კაფე ანტრეში შეიჭრა და თანხა გაიტაცა.

შემთხვევის დროს ანტრეში ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა, ის დაკითხვაზეა გადაყვანილი. 

შს სამინისტროს ცნობით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები