19 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ამერიკის მოქმედი და ყოფილი ელჩები რუსთავი2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას მხარს უჭერენ

საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობასა და რუსთავი2-ის საქმეზე კომენტარები ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა და მოქმედმა ელჩებმა გააკეთეს.

დიპლომატების განცხადებით, თავისუფალი მედია დემოკრატიისთვის კრიტიკული მნიშვენლობის ღირებულებაა. ელჩები საქართველოში დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თარიღთან დაკავშირებით ჩამოვიდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ სპენსერ იალოვიცი, აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, რიჩარდ მაილსი, რუსთავი2-ზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და პრობლემებს ღიად აშუქებდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი, ამბობს, რომ მთავრობა მედიის საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს. 

დღის ამბები