05 მაისი 2024,   13:00
ვრცლად
ეს არის ძალიან კარგი გამოვლინება იმისა, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სასამართლო სისტემა - სერგი კაპანაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესების ინიციატივას აკრიტიკებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინიციატივით მოსამართლეების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები დასჯადი უნდა გახდეს.

„ეს არის ძალიან კარგი გამოვლინება იმისა, რა საშინელ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სასამართლო სისტემა. ეს არის მართლაც მურუსიძეების სასამართლო სისტემა, ეს არის ურთმელიძის სასამართლო სისტემა და მგონია, რომ, რადგანაც ეს პრობლემები არსებობს, ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სწორედ ასეთად შეაფასოს. ნაწილი მოსამართლეები, რომლებიც არიან ყურმოჭრილი მონები და ნაწილი, სამწუხაროდ, არაკომპეტენტურები და საბჭოური აზროვნების მქონე. შეიძლება ეს რამდენიმე ათასი ლარი დამჯდომოდა ეს ცვლილება, რომ იყოს მიღებული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არსებულ დაპირისპირებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება კონსტიტუციის მორგებას ცდილობს.

მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის შემოთავაზებულ ვარიანტში სრულიად შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევითობის დატოვება. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციაში შესატანი მსგავსი ცვლილებები პლებისციტით უნდა გადაწყდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები