05 მაისი 2024,   14:24
ვრცლად
ისე ჩაიკეტნენ საკუთარ თავში, საჯარო საუბარი საკუთარ მოქალაქეებთან უკვე შეთქმულება ჰგონიათ - ნინო გოგუაძე ხელისუფლებას აკრიტიკებს

„გუშინ მე პრეზიდენტთან ერთად ვიმყოფებოდი იმ „შეთქმულებაში“, როგორც ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა. საჯარო საუბარი საკუთარ მოქალაქეებთან უკვე შეთქმულება ჰგონიათ, ისე ჩაიკეტნენ საკუთარ თავში,“ - ეს შეფასება თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ნინო გოგუაძე პრეზიდენტის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის მიმართ უპრეცენდენტო შანტაჟი ისმოდა.

„ამ დღეებში ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უპრეცენდენტო შანტაჟი პრეზიდენტის, რომ, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც ჩვენ მოგვეწონება, 2018 წლიდან ავამოქმედებთ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების წესს, ამაზე გუშინ გიორგი მარგველაშვილმა კარგად უპასუხა და მეც მინდა, მასთან ერთად ვთქვა, რომ არსებობს ღირებულები, რომელზეც ღირსების მქონე მოქალაქეები არ ვაჭრობენ. რაც მთავარია, ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს სახელმწიფოსი და კონსტიტუციის,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

 

 

დღის ამბები