07 მაისი 2024,   05:40
ვრცლად
თურქეთის ხელისუფლებამ Wikipedia დაბლოკა

თურქეთის ხელისუფლებამ Wikipedia დაბლოკა. 24 საათზე მეტია თურქეთის მოსახლეობას უმსხვილეს ინტერნეტ-ენციკლოპედიასთან წვდომა არ აქვს. ინტერნეტრესურსის დაბლოკვა სასამართლოს სანქციის გარეშე მოხდა, რის გამოც ეს ნაბიჯი საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცენზურად შეაფასეს.

თურქეთის ხელისუფლება კი განმარტავს, რომ Wikipedia-ს დაბლოკვა ინტერნეტრესურსზე განთავსებულ ერთ-ერთ სტატიას უკავშირდება, სადაც ოფიციალურ ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ადანაშაულებენ. ოფიციალური პირების განმარტებით, მათ რამდენჯერმე მოუწოდეს ინტერნეტ-ენციკლოპედიის ხელმძღვანელობას ცილისმწამებლური ინფრომაციის ამოღებისკენ, თუმცა პორტალმა სტატიის წაშლაზე უარი განაცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები