07 მაისი 2024,   04:23
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ასწლიანი ტრადიცია დაარღვია და თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე არ მივიდა

დონალდ ტრამპმა ასწლიანი ტრადიცია დაარღვია და თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე არ მივიდა. წვეულების ნაცვლად ის პრეზიდენტობის 100 დღის აღსანიშნავად პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გაემგზავრა და მედია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მასმედია ტყუილში და ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა. მან ვაშინგტონში გამართულ ვახშამს ხაფანგი უწოდა და აღნიშნა, რომ კორესპონდენტების ასოციაციის წვეულება მოსაწყენი ღონისძიებაა.

პრეზიდენტის ბრალდებებს მედიის წარმომადგენლებმა ვახშამზევე უპასუხეს. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ საკუთარ საქმეს აკეთებენ და მოვლენების გაშუქებისას ფაქტებით ხელმძღვანელობენ.



დღის ამბები