19 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
სკანდალი არჩევანის ეთერში - ზაზა ხატიაშვილი ნინო გვენატაძის მიერ მამუკა ახვლედიანზე განხორცილებულ ზეწოლაზე საუბრობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, გამოხატვის მნიშვნელობაზე საუბრობს. არჩევანის ეთერში ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძე დაემუქრა, რომ იუსტიციის საბჭოში მის მიერ შეთავაზებული კანდიდატი წარედგინა.

„ნინო გვენეტაძემ შენ ხომ დაგიბარა, ნათქვამი გაქვს ჩემთან, და თითი დაგიქნია, შენ თუ ჭკვიანად არ იქნები, ხომ იცი ლევან მურუსიძეს რა უნდა შენთვისო და მეც მივემხრობიო და ეს იყო თუ არა, როდესაც შენ ლევან მურუსიძეს უწევდი წინააღმდეგობას, მთელი კორპუსი მოსამართლეებისა გააერთიანე და კანდიდატს ამზადებდი შენ, რომ იუსტიციის საბჭოში შეგეყვანა და ნინო გვენეტაძემ ჩაგიშალა თუ არა ეგ პროცესი და გაძალებდა თუ არა ეკა გასიტაშვილის წარდგენას,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ მამუკა ახვლედიანი საქმის კურსშია, სად რა წილები მიდიოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, ამ ყველაფერს ადასტურებს. 

დღის ამბები