27 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უახლოეს მომავალში გაუქმებას გამორიცხავს

შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას გამორიცხავს.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომელიც უწყებამ სერგეი ლავროვსა და რესქ ტილერსონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.

დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის, თქმით, სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან მოლაპარაკების დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები მანამდე შენარჩუნდება, ვიდრე მინსკის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და მოსკოვი საკუთარ ქმედებებს არ შეცვლის.

დღის ამბები