07 მაისი 2024,   00:21
ვრცლად
"ადვოკატი არ ითხოვს სახალხო დამცველის ჩართვას ამ პროცესში" - უჩა ნანუაშვილი წოწორიას ოჯახში ჩატარებულ ჩხრეკაზე 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის ოჯახში ჩატარებულ 4 საათიან ჩხრეკას ეხმაურება სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის თქმით, ისინი დაინტერესებული არიან აღნიშნული საქმის ობიექტური გამოძიებით.

“ჩვენი წარმომადგენელი გუშინვე იმყოფებოდა ადგილზე, გავესაუბრეთ მათ, თუმცა ჯერჯერობით, ამ ეტაპზე უშუალოდ ადვოკატი არ ითხოვს სახალხო დამცველის ჩართვას ამ პროცესში, ანუ ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით ჩვენ არ ვართ ჩართული გარდა იმისა, რომ გუშინ ვესწრებოდით ზოგადად იმ პროცედურებს, რომელიც განხორციელდა და ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ საქმის ობიექტური გამოძიებით,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

დღის ამბები