07 მაისი 2024,   03:45
ვრცლად
ყველა იმ რაიონში, სადაც თვითმმართველობის არჩევნებს  "ევროპული საქართველო" მოიგებს, პენსიის ზრდა მოხდება - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველის ლიდერები პენსიონერებს ხვდებიან. საუბარი პენსიის გაზრდის ინიციატივას შეეხება. როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ევროპული საქართველოს ინიციატივაა პენსია საქართველოში წელსვე გაიზარდოს.  ბაქრაძის თქმით, მთავარი გეგმა უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს.

მისი თქმით, ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნებს  ევროპული საქართველო მოიგებს, მოხდება თანხების ეკონომია და დაზოგილი თანხები მოხმარდება პენსიის ზრდას. ეკონომიის გაკეთება კი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე მოხდება.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ  სერიოზული პრობლემების მიუხედავად ხელისუფლება არ ელაპარაკება პენსიონერებს.

„დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ასობით ათასი პენსიონერი არის ურთულეს მდგომარეობაში. უწევთ გამკლავება გაძვირებულ ცხოვრებასთან, გაზრდილ  ფასებთან, გაძვირებულ წამალთან, სიღარიბესთან და შეიქმნა ვითარება, როდესაც ხელისუფლება ერთ სიტყვას არ ეუბნება პენსიონერებს თუ რას ჰპირდება, იქნება თუ არა ამ ქვეყანაში პენსიის ზრდა და როგორ და როდის გაიზრდება პენსია და მათი შემოსავალი,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 

დღის ამბები