07 მაისი 2024,   02:31
ვრცლად
"ქვეყნის ერთიანობას და თავდადებას ყველა ეპოქაში გაფრთხილება და დაცვა სჭირდება" - ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე და 300-ზე მეტი წვევამდელს სამხედრო ფიცის მიღება მიულოცა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ერთიანობას და თავდადებას გაფრთხილება და  დაცვა სჭირდება.

“სამშობლოს დაცვა რჩეულთა ხვედრია, რომელსაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ქვეყნის ღირსების დასაცავად, თავგანწირვის ღვთიური ძალა გააჩნია. ქვეყნის თავდადება მუდამ იყო და არის ქართული მხედრული სულის სიმტკიცის საფუძველი. ჩვენს ერთიანობას და თავდადებას ყველა ეპოქაში გაფრთხილება და დაცვა სჭირდება” - განაცხადა იზორიამ.

ცერემონიას თავდაცვის მინისტრთან ერთად, ქვეყნის მთავარსარდალი, პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ესწრებიან.

დღის ამბები