02 მაისი 2024,   18:31
ვრცლად
ჩვენ შევცვლით ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის ნგრევისა და რყევის გარეშე - გიგი უგულავა პარტიის გენმდივანი იქნება

„დღეს საქართველოს შურისმაძიებელი, დაბოღმილი რეჟიმი მართავს,“- ამის შესახებ გიგი უგულავამ პარტია ევროპული საქართველოს დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა, რომელიც სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. მან მმართველ გუნდს მიმართა.

ის უკვე აირჩიეს პარტიის გენმდივნად.  

„მინდა, მივმართო მათ, ჩვენ საკმარისად ვატკინეთ ერთმანეთ, დღეს თქვენი ქმედებებით მხოლოდ ქვეყანას სტკენთ, ამიტომ გაათავისუფლოთ პოლიტპატიმრები,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილის მთავრობას არჩევნების გზით ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. მისი განცხადებით, პარტიის მიზანია, არჩევნების გზით ქვეყანაში "საბჭოთა ერთპარტიულობა" დაასრულოს. 

„ჩვენ შევცვლით ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის ნგრევისა და რყევის გარეშე,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

გიგი უგულავამ ციხეში გატარებულ წლებზეც ისაუბრა.

 

„თითქმის, სამი წელი უსამართლოდ გავატარე ციხეში, ეს არ იყო ჩემთვის დაკარგული დრო. ეს იყო მომავალზე ფიქრის დრო. მთავარი რაც მახარებს არის ის, რომ ვგრძნობ არც ბოღმას, არც შურისძიების სურვილს არ ვგრძნობ, პირიქით, ვგრძნობ ბევრ პოზიტიურ ენერგიას,“- განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები