05 მაისი 2024,   03:45
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებას გაეროში მიღებული რეზოლუციის გამოყენებისკენ მოუწოდებს 

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მხარდამჭერ რეზოლუცია ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაეროს რეზოლუცია უნდა  გაააქტიუროს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.

“გაეროში მიღებული შედეგი გამოყენებული უნდა იყოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა ლტოლვილებთან დაკავშირებით საკითხი წინ არ მიდის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  მოახერხოს და გაეროს რეზოლუცია გაააქტიუროს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, დევნილების დაბრუნების საკითხი უნდა გახდეს აქტუალური უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

“ მიღებულია წელსაც რეზოლუცია გაუმჯობესებული შედეგით, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის საკმარის იმისათვის, რომ ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხი გახდეს აქტუალური უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე,“ - აღნიშნა  გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები