07 მაისი 2024,   04:22
ვრცლად
"არაბებს, თურქებს, ირანელებს... ფაქტობრივად, ოკუპირებული აქვთ თბილისის ტერიტორია" - სანდრო ბრეგაძე

„თბილისის ცენტრში მიღებული გვაქვს რეზერვაცია, სადაც არაბებს, თურქებს, ირანელებს, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ფაქტობრივად, ოკუპირებული აქვთ თბილისის ტერიტორია“,- ამის შესახებ მოძრაობა „ეროვნულების" თავმჯდომარემ "განსხვავებულ აქცენტებში" მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის საკითხზე საუბრისას განაცხადა. ის მიწების უცხოელებზე გაყიდვაში საფრთხეს ხედავს.

„ქართული მიწა არ არის რომელიმე პოლიტიკოსის, გუნდის ან მთავრობის საკუთრება, ეს არის ისტორიული საკუთრება, საფრთხე არის ის, რომ მთელ საქართველოში შეიძლება მივიღოთ აღმაშენებლის გამზირი, სადაც დღეს საქართველოს მოსახლეობა უმცირესობაში არიან აღმოჩენილნი,"- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

სანდრო ბრეგაძის შეფასებით, ის, ვინც მიწის გაყიდვას ითხოვს, მოღალატეა.

„ჩემთვის ნებისმიერ ადამიანი, ვინც ქართული მიწის გაყიდვას ითხოვს, ის ასოცირდება ოკუპანტთან. ისინი არიან მოღალატეები," - აღნიშნა ბრეგაძემ. 

 

დღის ამბები