02 მაისი 2024,   14:24
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელების ქარხანა გახსნა

პრემიერმინისტრმა სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელების ქარხანა გახსნა. ქართულ-ევროპული ინვესტიციის ფარგლებში, ნაწარმოები პროდუქციის რეალიზება მსოფლიოს 100 ქვეყანაში იგეგმება.

პროექტი ავსტრიელი და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, EBRD-ის თანამონაწილეობით განხორციელდა და მისი ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.

წყალი "მარგებელისა" და ევროპული კომპანია "რაუხის" ერთობლივი საწარმოს გახსნას სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრები ესწრებოდნენ. 

დღის ამბები