02 მაისი 2024,   13:56
ვრცლად
თხოვნის წერილი პუტინს - პრორუსული ორგანიზაციები რუსეთის ლიდერს სავიზო რეჟიმის გაუქმებას სთხოვენ 

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური, ყოფილ თანაგუნდელებს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის სასწრაფოდ დაწყებას სთხოვს. თამაზ მეჭიაური იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივას შეუერთდა, რომელიც საქართველოს მთავრობას - მოთხოვნის, რუსეთის პრეზიდენტს კი თხოვნის წერილს გაუგზავნის.

დიდი მოსკოვი პატარა თბილისიდან მალე თხოვნის წერილს მიიღებს. პრორუსულმა ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, რომ ვლადიმერ პუტინს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება უნდა სთხოვონ. ინიციატივის ავტორი "ერეკლე მეორის" საზოგადოებაა.

რუსეთთან თხოვნის რეჟიმში დიალოგის დაწყების ინიციატივას პროდასავლური ღირებულებების მქონე პარტიებში შეფასებები მოჰყვა. 

პოლიტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელები გარკვეული ჯგუფების მიერ ხელისუფლების ინტერესების შესაძლო გატარებისა და ქვეყნის დისკრედიტაციის მცდელობის შესახებ საუბრობენ.

სანამ საქართველოდან ვლადიმერ პუტინს სავიზო რეჟიმის გაუქმებას სთხოვენ, მანამდე მხარდამჭერების მობილიზება უნდა მოხდეს. ავტორების სურვილია, რომ წერილზე რომელიც კრემლში გაიგზავნება, რაც შეიძლება, ბევრი ხელმოწერა იყოს.

დღის ამბები