05 მაისი 2024,   09:06
ვრცლად
ჯანი ბუკიკიოს კრიტიკული შეფასება - უმრავლესობის აზრით, სიტუაციას ის გაგებით მოეკიდება

ვენეციის კომისიის ზელმძღვანელის, ჯანი ბუკიკიოს უარყოფით შეფასებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიცია აფასებს. მათი აზრით, ბუკიკიოს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ უმრავლესობამ 2 მოსმენით რადიკალურად განსხვავებული დოკუმენტი მიიღო.

„ბუკიკიოს განცხადება, რომ ის არის დამწუხრებული, ქართულად ნიშნავს, რომ მან დაასამარა ის კონსტიტუცია, რომელიც პარლამენტმა 2 მოსმენით მიიღო,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ჯანი ბუკიკიოს იმედგაცრუება გასაკვირი არ არის, რადგან მმართველმა გუნდმა საქართველოს დემოკრატიულ პროცესს ზიანი მიაყენა.

„არ შეიძლება კონსტიტუციის მიღება, როდესაც არცერთი პარტია, სიტყვა-სიტყვით, არც ერთი პარტია, არცერთი რაიმე სახელის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს, არ უჭერს ამას მხარს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია კი ფიქრობს, რომ ჯანი ბუკიკიო მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება.

„როდესაც ბატონ ბუკიკიოს აუხსნიან საქმის ვითარებას, მე ვფიქრობ, რომ გაგებით მოეკიდება ამ შემთხვევაში, რადგან, ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს იყო სწორედ ის შუალედური ვარიანტი, რომელზეც შეთანხმდა უმრავლესობა და კონსტიტუციის პროექტი არ დადგა საფრთხის ქვეშ,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დღის ამბები