02 მაისი 2024,   13:56
ვრცლად
ჯანი ბუკიკიოს შეხვედრები ოპოზიციასთან და კონსტიტუციის პროექტის უკან გაწვევის ინიციატივა

პრემიერთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან მძიმე მოლაპარაკებების ბოლოს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერებს მოუსმინა. ერთსაათიან შეხვედრაზე, ერთ შეთანხმებამდე მივიდნენ: მმართველმა გუნდმა ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტი უკან უნდა გაიწვიოს.

ჯანი ბუკიკიოს დღეს დამოუკიდებლად შეხვდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას დესტაბილიზაციის საფრთხეზე მიუთითებს.

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის ყველა ლიდერი ამბობს, რომ პრემიერის ან მმართველი გუნდის სხვა რომელიმე ლიდერის განცხადებას ელოდება, იმისთვის რომ ერთხელ ჩაშლილი მოლაპარაკებები განახლდეს.

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის გზავნილი ყველა შეხვედრაზე მსგავსი იყო, ერთი პარტიის მიერ მიღებულ ქვეყნის მთავარ კანონს, ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ბათუმში ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა, თუმცა პოლიტიკურმა პროცესებმა ვიზიტის მიზანი გადაფარა.

ორდღიანი შეხვედრების დიდი ნაწილი ჯანი ბუკიკიომ ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მოანდომა.

ამავე თემაზე
დღის ამბები