25 დეკემბერი 2024,   19:41
ვრცლად
მორიგი პროვოკაცია შიდა ქართლში - სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს

მორიგი პროვოკაცია შიდა ქართლში - სოფელ ყარაფილასთან, საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბანერის გასწვრივ, რუსმა ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. შედეგად ბაქო-სუფსის ნავთობსადენის კიდევ ერთი მონაკვეთი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა. ხნულები თბილისი-სენაკი ლესელიძის ავტობანსაც მიუახლოვდა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უწყებაში ნავთობსადენის საოკუპაციო ხნულებს მიღმა მოქცევის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა სტრატეგიული მილსადენის რამდენმეტრიანი მონაკვეთი მოხვდა ე.წ. საზღვარს მიღმა, არ იციან.  ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად თბილისმა ცხელი ხაზი აამოქმედა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად და ქვეყნის სტრატეგიული მილსადენის დასაცავად საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები