კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა ახალი თხრილი გააკეთეს. სოფელთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსმა ოკუპანტებმა სასაზღვრო ზოლი კვლავ ხნულით მონიშნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მორიგი სადემარკაციო სამუშაოები გუშინ ჩატარდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ თხრილის გაკეთებას სანძრის საწინააღმდეგო ზოლის აუცილებლობით ახსნიან.
რუსი ოკუპანტების მიერ ხნულის გაკეთებას საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ადასტურებენ.