05 მაისი 2024,   03:53
ვრცლად
თემურ ჯანაშიას ფარულად უსმენდნენ - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი სუს-ში დაიბარეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა. თემურ ჯანაშია სუს-ში 2015 წელს დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დაიბარეს.

საუბარია უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული, სავარაუდოდ, სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას საუბრის ჩანაწერის საფუძველზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე.

თემურ ჯანაშიას თქმით, სუს-ში განუმარტეს, რომ მასზე სასამართლო განჩინების საფუძველზე ფარული მიყურადება ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.

ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სასამართლოს განჩინება გააცნეს, რის საფუძველზეც თემურ ჯანაშიას ფარულად უსმენდნენ.

ბექა ბასილაის თქმით, განჩინებაში არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ ხორციელდებოდა ფარული მიყურადება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით სუს-ში დაბარებულები იყვნენ ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია, რომელთაც განუცხადეს, რომ მათ ფარულად უსმენდნენ. 

დღის ამბები