17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა - გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა

გიგა ბოკერიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამომძიებლებისგან შეიტყო, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის ტელეფონზე ფარული მიყურადება და ჩაწერა მიმდინარეობდა.

გიგა ბოკერიამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუხლით აღძრულ საქმეს "აბსურდული" უწოდა. 

„ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა, თვითონ იმათაც ვისაც, მათდაუნებურად, ამ საქმის გამოძიებას ავალებენ. ამიტომ ამ აბსურდიდან გამომდინარე, ვერაფერს გამოვრიცხავ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, საერთაშორისო იმიჯს, დემოკრატიულ ტრადიციას ამ მთავრობამ, ივანიშვილის გუნდმა, უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა პოლიტიკური დევნით, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნით. ალბათ, სამწუხაროდ, ამას გააგრძელებს, რადგან ამ ხალხმა სხვა არაფერი იცის, გარდა ამ ტიპის ქმედებებისა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღესვე სუს-ში რუსთავი2-ის გენერალური დირექტორიც იმყოფებოდა. ნიკა გვარამიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცნობეს, რომ მის ტელეფონს უსმენდნენ. 

საქმე, რომელზეც ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია სუს-ში დაიბარეს, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, სავარაუდოდ, სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას საუბრის ჩანაწერს ეხება. საქმე სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობის მუხლით არის აღძრული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები