07 მაისი 2024,   02:59
ვრცლად
აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატურას საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა მხარი დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ და შემდგომ კენჭს უყრიან.

პარლამენტში ირაკლი მექვაბიშვილმა დეპუტატებს საკუთარი სამოქმედი გეგმა გააცნო. 

ირაკლი მექვაბიშვილთან შეკითხვები ქონდათ, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციის წევრებსაც.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი დაინტერესდა, რა ანაზღაურებას იღებდა ირაკლი მექვაბიშვილი კერძო სექტორში ჰყოფნის დროს და რამდენს მიიღებს საჯაროში.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას გაცილებით მეტი ანაზღაურება ჰქონდა, ვიდრე გენერალურ აუდიტორს ექნება.

გარდა ამისა, ირაკლი მექვაბიშვილი ამბობს, რომ თუკი რაიმე კანონდარღვევა ან რაიმე გადაცდომა იქნება, ამას ადეკვატური და დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვება.

„პრევენციული ხასიათი ნიშნავს აუდიტს, ნიშნავს საკონსულტაციო ფუნქციას და ეს არის ჩემი მიზანი. გენერალური აუდიტორის თანამდებობა არის უკიდურესად საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ალბათ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და ემსახუროს ქვეყანას,“ - აცხადებს მექვაბიშვილი.

დღის ამბები