07 მაისი 2024,   02:17
ვრცლად
ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, რალფ ლორენმა ორიგინალური შოუ გამართა

ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში დიზაინერმა რალფ ლორენმა ორიგინალური შოუ გამართა. მის ახალ კოლექციაში გამოწყობილმა მოდელებმა პოდიუმზე "ფერარის", "მაკლარენის", "ბუგატის", "მერსედესისა" და "პორშეს" ფონზე ჩაიარეს. წელს დიზაინერმა ქალისა და მამაკაცის კოლექცია ერთად პირველად წარადგინა. ჩვენება კი მანჰეტენზე, მის ვილაში გაიმართა.

მიწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ცნობილი მსახიობები: დაიან კიტონი, ჯესიკა ჩესტინი და ქეითი ჰოლმსი. ჩვენების შემდეგ რალფ ლორენმა, რომელიც კლასიკური ავტომობილების კოლექციონერიცაა, სტუმრების პატივსაცემად საზეიმო მიღება გამართა.

დღის ამბები