16 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
ოქტომბრის დასაწყისში ისევ მივემგზავრებით მოსკოვში დუმის წევრებთან შესახვედრად - ადა მარშანია

„ოქტომბრის დასაწყისში ისევ მივემგზავრებით მოსკოვში დუმის წევრებთან შესახვედრად,“ - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ, პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებების გარეშე აფხაზებთან, ოსებთან და რუსებთან, ჩვენ ქვეყანას ვერ გავამთლიანებთ. ფედერაციის საბჭოს დეპუტატებს და სახელმწიფო დუმის დეპუტატებს შევხვდებით,“ - აღნიშნა ადა მარშანიამ.

პარტიის წევრები მხარდამჭერებთან ერთად, ცოტა ხნის წინ ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ. რუსთაველზე დღეს 17 ადამიანი შიმშილობას დაიწყებს. მთავარი მოთხოვნები - საკონსტიტუციო ცვლილებები, სოციალური პრობლემები და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაა.

პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის, განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" ორი გზით უპირისპირდება მამრთველ გუნდს - არჩევნებისა და საპროტესტო აქციების გზით.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავადაც შიმშილობა დაიწყონ.

დღის ამბები